თბილისის N106 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს
19-05-2022
ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს. 

მათ ქართული ტრადიციული სამოსი მოირგეს, ნაციონალური ცეკვები და სიმღერები შეასრულეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ, მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

ამ დღეს კლასების დამრიგებლები ყველას ულოცავენ:

„გილოცავთ ეროვნული სამოსის დღეს! წარმოგიდგენთ ჩვენს მოკრძალებულ ღონისძიებას, რომელიც მხოლოდ ეროვნული სამოსის გაცოცხლებას კი არა, პატრიოტული სულის გაღვივებასა და მოსწავლეებში სამშობლოს სიყვარულის ჩანერგვას ემსახურება! ეროვნული იდეოლოგიაა ის ქვაკუთხედი, რომლითაც ერი სიცოცხლეს განაგრძობს და საკუთარ სულიერ-მატერიალურ ქონებას ეპატრონება. „წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა." ჩვენი მთავარი მიზანია თითოეული მოსწავლე ღირსეული ქვეყნის საამაყო შვილებად აღვზარდოთ. ამბობენ, ხორუმი ერთადერთი ცეკვაა, რომლის რიტმი ადამიანის გულისცემის რიტმს ემთხვევაო. გვწამს, ჩვენი პატარების გულს მუდამ ემახსოვრებათ, რომ ისინი ამ ქვეყნის ფესვებთან აწმყოთი და  მომავლით არიან დაკავშირებული. მათი გულის სითბო გაათბობს და გააძლიერებს ჩვენ სამშობლოს! ჩვენი ქვეყნის მომავალი ეს საოცარი პატარებია!“,- წერენ კლასების დამრიგებლები.

ღონისძიებას სკოლაში გამოეხმაურენ.

„საიმედო ხელშია ასეთი სულისკვეთების მქონე მასწავლებლების, მოსწავლეებისა და ოჯახების ხელში, ჩვენი ქვეყნის ეროვნული საგანძური!
მადლობა მასწავლებლებს, მონდომებულ მოსწავლეებსა და მათ მზრუნველ ოჯახებს, მრავალფეროვანი სასკოლო დღეებისთვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203