გიორგი სუხიაშვილი - წარმატებული მოსწავლე აწყურის საჯარო სკოლიდან
16-03-2018
სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამცხე - ჯავახეთის მხარის მოსწავლეთა კონფერენცია, „მოსწავლის თვალით დანახული აგრარული პრობლემები სამცხე - ჯავახეთის მხარეში“ ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აგრარული პრობლემებით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათ შორის მეთერთმეტეკლასელი გიორგი სუხიაშვილი, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა.
მას გადაეცა როგორც მონაწილის, ასევე პირველი ადგილის მფლობელის სერთიფიკატი.
აწყურის საჯარო სკოლა ულოცავს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს გიორგი სუხიაშვილს და მის პედაგოგს - შორენა დიასამიძეს.
ასევე მადლობას უხდის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს და კონფერენციის ორგანიზატორებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია