დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
19-05-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მათ ენათმეცნიერის აკადემიკოს ნიკო მარის სახლ-მუზეუმი მოინახულეს. 

შემდეგ კი ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ნიკო მარის სახლ-მუზეუმის უცნობი ამბების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203