
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და ღონისძებაში ხშირად მონაწილეობენ.
ამჯერად, ისინი მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გრემის მუზეუმში გამართულ ღონისძიებაში ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია წარადგინეს, მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და ცოდნა სხვებსაც გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: