გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათი სოფლიდან მეორე მსოფლიო ომში წასულ გმირთა წერილები წაიკითხეს
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფაშიზმთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გამართულ აქტივობაში მონაწილეობდნენ.ღონისძიება მეორე მსოფლიო ომზე გლოლის საჯარო ბიბლიოთეკაში, ისტორიის და გეოგრაფიის პედაგოგების ერთობლივი ინიციატივით, ჩატარდა.
ისტორიის პედაგოგმა მარინა მაისურაძემ ომის წინაპირობები და უმძიმესი შედეგები მიმოიხილა.
მოსწავლეებმა კი ცოდნა გაიღრმავეს, მათ შინმოუსვლელთა წერილები წაიკითხეს. ღონისძიების ბოლოს კინოჩვენება გაიმართა, მათ ქართული ფილმი „ღიმილის ბიჭები“ ნახეს.
„ახალგაზრდები გაეცნენ მათი სოფლიდან მეორე მსოფლიო ომში წასულ გლოველ გმირთა სახელებს და მათ წვლილს გამარჯვებაში. წაიკითხეს შინმოუსვლელთა წერილები, რომელიც გამოიფინა თვალსაჩინო ადგილას“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.