„სახალისო ბიოლოგია“ - მუხრანის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო კონფერენცია ჩატარდა
19-05-2022

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში კონფერენცია „სახალისო ბიოლოგია“ ჩატარდა.

კონფერენციის სამიზნე ჯგუფები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა; IX, X და  XI კლასის მოსწავლეები იყვნენ. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას საინტერესო საკონფერენციო თემები წარუდგინეს.

მათ თემებზე - უდაბნოს ხომალდები; გიგანტები და ცეროდენები; საინტერესო ფაქტები ადამიანის ორგანიზმზე; საინტერესო ფაქტები ცხოველებზე; საშიშები; უცნაურები; უცნაური წვიმა; ყველაზე სწრაფები - საინტერესოდ და ამომწურავად ისაუბრეს. 

კონფერენციამ წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.

„კონფერენციის - ,,სახალისო ბიოლოგია“ მიზანი პირდაპირ მიემართება ზგემ-ს: მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა და სწავლა/სწავლების  ხარისხის ამაღლება, ბუნებაზე ზრუნვისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერება, ინფორმაციის მოძიების, ორგანიზების და პრეზენტაციის უნარების განვითარება, მოსწავლეებისთვის თვითგამოხატვისა და თანამშრომლობის საშუალების მიცემა არასაგაკვეთილო სივრცეში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203