ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლებმა მკითხველთა კლუბი ჩამოაყალიბეს. აქტივობა მათ მე და საზოგადოებაში, კომპლექსური დავალების ფარგლებში, შეასრულეს.
მეოთხე კლასელებმა კლუბებს სახელები, ლოგო და სლოგანი შეურჩიეს. შეიმუშავეს წესდებაც.
გარდა ამისა, შექნეს წიგნები შემდეგ თემებზე: პირადი ჰიგიენა; ჩვენი სამშობლოს ტრადიციები; ექსკურსიაზე ქცევის წესები; მავნე ჩვევები. წიგნები შესაბამისი ილუსტრაციებითა და ხელნაწერებით გააფორმეს.
„ეს წიგნები „მკითხველთა კლუბში” განიხილეს და იმსჯელეს სამომავლოდ რა უნდა იცოდნენ ამ თემებთან დაკავშირებით.
დავალებაზე მუშაობა მეტად საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობდა საგაკვეთილო პროცესში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: