ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნინი გამგებელი და გიორგი გამგებელი ესეების კონკურსში მონაწილეობდნენ
19-05-2022
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნინი გამგებელი და გიორგი გამგებელი ესეების კონკურსში მონაწილეობდნენ. 

კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა. მასში მონაწილეობა მეათე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეებს შეეძლოთ. 

ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასში მასწავლებელის ნაზი გამგებლის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

ჟიურის მიერ შერჩეული მოსწავლეები მეორე (ფინალურ) ტურში გადავლენ. 

სკოლა ნინი გამგებელსა და გიორგი გამგებელს წარმატებას უსურვებს.
 
„წარმატებებს გისურვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203