დაბა სტეფანწმინდის N1 სკოლის მეოთხეკლასელებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
19-05-2022
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

გამონაკლისი არც გაზაფხულის დღესასწაული, დედის დღე იყო, რომელსაც მე-4 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება მიუძღვნეს.

„გაზაფხული, ეს ის დროა, როცა ბუნება თავიდან იბადება. ალბათ ამიტომ არის, რომ ჩვენც გაზაფხულზე აღვნიშნავთ დედის დღეს.

- დედა, დედიკო! ასე მივმართავთ ყველაზე საყვარელ ადამიანს. პირველი სიტყვა, რომელსაც წარმოთქვამს ყოველი პატარა, ესაა - დედა!

მე-4 კლასის მოსწავლეებმა თბილად და სიყვარულით მიულოცეს დედებს ეს შესანიშნავი დღე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203