იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლე ანასტასია მაღლაკელიძემ კლასიკური მუსიკის ფესტივალში პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა
19-05-2022

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე ანასტასია მაღლაკელიძეს კლასიკური მუსიკის ფესტივალ-კონკურსში საშემსრულებლო ოსტატობისთვის პირველი ხარისხის დიპლომი გადაეცა. 

მან ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის მე-14 რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსის - „იპოვე შენი ვარსკვლავი”, დაჯილდოვებაზე გია ყანჩელის სამი პრელუდია შეასრულა.

ცერემონია კოსნერვატორიის დიდ დარბაზში მიმდინარეობდა. 

სკოლაში ამაყობენ მოსწავლის მიღწევებით. ანასტასია მაღლაკელიძის კლასის დამრიგებელი ბელა ხეცურიანია.

„ჩვენი სკოლის სახელით, ვულოცავთ ანასტასიას ამ დიდ წარმატებას“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203