ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებისა და შვედეთის, მალმოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. სოსო მეზვრიშვილი და კატრინა გოდფრესონი სკოლაში საუნივერსიტეტო კვლევის ფარგლებში ეწვივნენ. ისინი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე კონფლიქტების გავლენას აკვირდებიან.
მათ სკოლაში შეხვედრა გამართეს და მასწავლებლებს გაესაუბრნენ.
„კვლევა ხორციელდება საუნივერსიტეტო კვლევის ფარგლებში, ანთროპოლოგიური კვლევის მეთოდის გამოყენებით, რომელიც მოიცავს კონფლიქტის გავლენების შესწავლას მოსახლეობასა და მათ ყოველდღიურობაზე დაკვირვების გზით“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: