გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არჩევნების შესახებ საინფორმაციო-სასწავლო კურსი გაირეს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინფორმაციო-სასწავლო კურსში - „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“, მონაწილეობდნენ.კურსს, რომელშიც XI–XII კლასის მოსწავლეები არიან ჩართული, ცენტრალური საარჩევნო კომისია და სააჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ახორციელებდა.
პროექტი პოტენციური ამომრჩევლებისთვის იმართება და მიზნად ისახავს ახალგაზრდა ამომრჩევლის სამოქალაქო და საარჩევნო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.
კურსის მინდინარეობაში სკოლის მოსწავლეები აქტიურად და დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: