
ისიდორე რამიშვილის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდივანის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს.
მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება პედაგოგებთან ერთად იზეიმეს. თავდაპირველად ისინი სკოლაში მივიდნენ, სადაც სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, შემდეგ კი ღია სივრცეში გადაინაცვლეს.
„ბოლო ზარის“ ღონისძიება საკმაოდ ემოციური გამოდგა, ერთ-ერთმა მოსწავლემ ემიგრანტ დედას ლექსიც წაუკითხა.
სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს და წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები: