„ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“ - ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
19-05-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლაში თემაზე - „ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“ პროექტი ჩატარდა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
ბავშვებმა გადაწყვიტეს, რომ ყოველი წლის 26 აპრილი გამოცხადდეს დღეს, რომელსაც ერქმევა - „ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“.
პროექტს, სლოგანად შემდეგი სიტყვები - „უარი ვთქვათ თამბაქოზე, ალკოჰოლზე და არ გავხდეთ ბულინგის მსხვერპლი...“ გასდევდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორი ნატალია კეჭეხმაძე ბავშვებს მავნე ჩვევებზე - მათ შორის ფრჩხილების კვნეტის უარყოფით შედეგზე ესაუბრა, რომელმაც შესაძლოა კუჭ-ნაწლავის პრობლემა გამოიწვიოს; დირექტორმა, ნატალია კეჭეხმაძემ დეტალურად ისაუბრა თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა.