გუთურის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობები ჩატარდა
19-05-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს საინტერესო აქტივობებით აღნიშნავენ.

სწორედ ამიტომ, ღონისძიება მიეძღვნა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესაც.

მოსწავლეებმა ნამუშევარები შექმნეს, ხელებზე ფერადი წინდები ჩაიცვეს და მთავარი გზავნილი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, გააჟღერეს.

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

„მოეფერნენ „მზის შვილებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203