ჯოჭოს საჯარო სკოლის პედაგოგების გაკვეთილებს, საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, დააკვირდნენ
19-05-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლის პედაგოგების მიერ ჩატარებული გაკვეთილების მიმდინარეობას დააკვირდნენ.
მაია ავალიანს, ეკა ბერიძეს, ეთერ ზოიძესა და მაია დოლიძეს ტრენერი მანანა თავდგირიძე დააკვირდა. მათ გაკველები 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-5 კლასებში ჩაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენისა და მათემატიკის პედაგოგები USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაში არიან ჩართული. დაკვირვებაც სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გაიმართა.