ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საყვარელი პერსონაჟების როლი მოირგეს
19-05-2022

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა წიგნის, პერსონაჟისა და საავტორო უფლებების დაცვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს.

აქტივობა „გახდი პერსონაჟი“, პედაგოგ მელანო სალდაძის ხელმძღვანელობით, საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მისი მთავარი მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია იყო.

მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი პერსონაჟების როლი მოირგეს და ისაუბრეს, თუ რატომ არიან ეს პერსონაჟები გამორჩეულები და რა არის მათში საინტერესო. 

მესამეკლასელები აქტივობაში დიდი ხალისით, მონდომებით და ინტერესით ჩაერთნენ. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოებიც.

„აქტივობა საკმაოდ ემოციური და სანახაობრივი გამოდგა“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203