ჯოჭოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ღონისძიება გამართეს
19-05-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.  

რა თქმა უნდა, პედაგოგთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედამიწის დღე. მე-5 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მერი მიქელაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გამართეს. 

დედამიწის დღე - ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კოორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203