
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და საგნობრივ ოლომპიადებში დიდი წარმატებით ასპარეზობენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლე მეორეკლასელი კახი უცუნაშვილი, რომელმაც „კინგსის“ ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწია. მან ქართულ ენაში - ოქროს, ხოლო მათემატიკაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კახი ნიჭიერი, მიზანდასახული და ბეჯითი მოსწავლეა. სკოლაში მისი მიღწევებით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
„სკოლა ამაყობს II კლასის მოსწავლე კახი უცუნაშვილის გამარჯვებებით“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: