„მოძებნე და გაასწორე ბარბარიზმები“ - ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში სახალისო და შემეცნებითი შეჯიბრი გაიმართა
19-05-2022

ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მათ ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ და ამ მიზნით, არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში სახალისო და შემეცნებითი შეჯიბრი - „მოძებნე და გაასწორე ბარბარიზმები“ ჩატარდა. შეჯიბრი მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მაია გურჯიძის ინიციატივით მოაწყვეს. 

მოსწავლეები შეჯიბრში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და საგნის ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ვიდეოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203