თბილისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლე ანანო წიკლაური ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია
19-05-2022
თბილისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლე ანანო წიკლაური ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გახდა. 

ის კონკურსში - „წიგნიერი 2022“, მონაწილეობდა. მან საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა და წარმატებას მიაღწია. 

აღსანიშნავია, რომ ანანო წიკლაური ნიჭიერი, მიზანდასახული და ბეჯითი მოსწავლეა. 

სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.

„ამაყები ვართ, რომ „წიგნიერი 2022“-ის გამარჯვებული ჩვენი სკოლის მოსწავლე, ანანო წიკლაური გახდა.
ვულოცავთ ანანოს დამსახურებულ გამარჯვებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203