
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. ამჟამად სკოლაში პროექტი - „გარემოს დაცვა“ ხორციელდება.
ამჯერად, სასკოლო პროექტის - „გარემოს დაცვა“ ფარგლებში, მე-3ბ კლასის მოსწავლეთა ჩართულობით, საინტერესო აქტივობა - „გარემო და განწყობა“ განხორციელდა.
მესამეკლასელები ქალაქ თეთრიწყაროს დასვენების პარკში - „ციყვები“ იმყოფებოდნენ, სადაც ერთი გაკვეთილის განმავლობაში გაეცვნენ პარკის გარემოს, გააკეთეს ჩანახატები, შემდეგ კი ეს ჩანახატები ნახატებად აქციეს და საინტერესო პრეზენტაცია მოაწყვეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: