ჩივთქილისის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა პედაგოგებს ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს
19-05-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მეთორმეტეკლასელები მშობლიური სკოლიდან საზეიმო ვითარებაში გააცილეს.

მე-12 კლასის მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ბოლო ზარი ჰქონდათ.

ბავშვები სკოლას საზეიმოდ გამოწყობილები დაემშვიდობნენ და ამაგდარ პედაგოგებს ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

მშობლიური სკოლა მეთორმეტეკლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს და თითოეულ მათგანს წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203