ტყიბულის N6 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა პროექტით - „წიგნების გავრცელება სკოლაში“, საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს
19-05-2022
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი დოდო ქათამაძე) „ტყიბულის ახალგაზრდული იდეის“ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს. 

გამარჯვებული პროექტის - „წიგნების გავრცელება სკოლაში“, ხელმძღვანელი ნინო ბოჭორიშვილი იყო.

მასთან ერთად პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ მარიამ ქასრაშვილი, ოთარ ტოფაძე, გოგა ქართველიშვილი, ოთარ გოგნაძე და გიორგი ცირეკიძე.

მოპოვებული დაფინანსების ფარგლებში მათ სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ლიტერატურა შეიძინეს.

აღნიშნული პროექტის საშუალებით სკოლაში განახლდა ბიბლიოთეკა. წიგნების პოპულარიზაციის მიზნით კი შეიქმნა წიგნის კლუბი.

„პროექტის საშუალებით მომავალში ახალგაზრდები მოახერხებენ გაეცნონ მათთვის სასურველ წიგნებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203