ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მასშტაბურ დასუფთავების აქციას შეუერთდნენ
19-05-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) დასუფთავების აქციას შეუერთდნენ. 

აქციაში ეკოკლუბ „ხემხვაიეს“ წევრები, მათი მეგობრები, სკოლის მეათეკლასელები და მასწავლებლები: კლუბის ხელმძღვანელი მთვარისა ფიფია, მე-10 კლასის ხელმძღვანელი ვალერიანე ფიფია, სპორტის მასწავლებელი ბადრი ჯინჯოლავა ჩაერთნენ. აქციის მონაწილეებმა ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

აქციაში მონაწილეობდნენ აგრეთვე სურსათის ეროვნული სააგენტო, ახალკახათის საჯარო სკოლის ეკოკლუბი, ქალაქ ჯვარის პირველი სკოლის ეკოკლუბი, ქალაქ ჯვარის დასუფთავების სამსახური, შპს „ენგური ატრაქცია“.

CENN-მა, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქციები გამართა. დასუფთავების აქციები იმერეთის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე- ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში ჩატარდა. აქციის მონაწილეებმა წინაწარ შერჩეული ტერიტორიები უკონტროლოდ გაფანტული საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.

დასუფთავების მასშტაბურ აქციას ფინანსურად მხარს უჭერენ CENN-ის მიმდინარე პროექტები (1) EU4Youth “სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის, (2) საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP), (3) “ეს წალკაა” და (4) „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ (SFMRD).

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203