
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, პედაგოგები და ადმინისტრაცია, მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ გაიმართა.
გუნდის კაპიტნებად, წინასწარი შეჯიბრის შედეგად, გამოვლინდნენ - დიმიტრი ქალდანი და სერგი ქოჩქიანი.
ბავშვებმა მონდომებით იასპარეზეს, იმხიარულეს და გაერთნენ.
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი დიმიტრი ქალდანის ხელმძღვანელობით. გუნდის მეთაურები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო მედლებით.
იხილეთ ფოტოები: