„ჩვენ აქტიური მოქალაქეები ვართ!“- გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლაში საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.თემა - ადრეული შეტყობინების სისტემა სამოქალაქო უსაფრთხოებისთვის და სტიქიური მოვლენები იყო.
მერვე კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, დაახარისხეს და პრეზენტაციები მოამზადეს. მათ ცოდნა სხვებსაც გაუზიარეს და თავიანთი ნამუშევრები ბლოგზე
განათავსეს.
აქტივობა პედაგოგი ხათუნა რუსიეშვილის ხელმძღვანელობით წარიმართა.
„ჩვენ აქტიური მოქალაქეები ვართ!
საქართველოში ხშირია ბუნებრივი სტიქიური მოვლენები და მათი თანამდევი უარყოფითი შედეგები.
ჩვენ მოვიძიეთ ადრეული პრევენციის გზები და გავაკეთეთ პრეზენტაციები“,- წერია სკლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: