წყალტუბოს N4 სკოლას სულ მალე სპორტული დარბაზი და ინვენტარით აღჭურვილი სავარჯიშო სივრცე ექნება
18-05-2022
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლას სულ მალე შესანიშნავი სპორტული დარბაზი და ინვენტარით აღჭურვილი სავარჯიშო სივრცე ექნება.

სკოლაში სპორტული ინვენტარი უკვე პარტნიორების მხარდაჭერით ჩამოიტანეს და დარბაზისა თუ სავარჯიშო სივრცისათვის აქტიური სამზადისია.

„უჩვეულო ხალისი იყო ჩვენს სკოლაში. სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცის მოწყობის პროექტის ფარგლებში, რომელიც წყალტუბოს განვითარების ჯგუფის - LAG მხარდაჭერით ხორციელდება, სკოლაში თბილისიდან ჩამოგვიტანეს უამრავი სპორტული ინვენტარი: ტენისის მაგიდა, სავარჯიშო ორძელი, ტრენაჟორები, სარბენი ბილიკი, ბურთები,  ბატუტი და მრავალი სხვა ნივთები.

გვიხარია და ვემზადებით სიახლეების დასანერგად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203