ერკეთის საჯარო სკოლაში მინი-ფეხბურთში შიდასასკოლო ფესტივალი​ ჩატარდა
18-05-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მინი-ფეხბურთში შიდასასკოლო ფესტივალი​ ჩატარდა. 

სპორტულ ღონისძიებაში VI, VII, VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ვაჟებს შორის გაიმარჯვა XI კლასმა, ხოლო გოგოებს შორის VI კლასის მოსწავლეები (მასწავლებელი ა. შარაშენიძე) დაწინაურდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ ეს იყო სკოლაში ჩატარებული 1-ლი მასიური სპორტული ღონისძიება, რომელმაც გაააქტიურა მოსწავლეთა ფიზიკური მონაცემები და სტიმული მისცა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

2021-2022 სასწავლო წლის ბოლომდე კი იგეგმება შიდასასკოლო ფესტივალები ფრენბურთში და 3:3 კალათბურთში, ლაშქრობა და „მხიარული სტარტები“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203