ლახამულას საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
18-05-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლის სპორტის პედაგოგის, მაცი ჭკადუას ინიციატივით „მხიარული სტარტები“ გაიმართა.

სპორტულ ღონისძიებაში მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების მიზნით მასწავლებლებიც მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებისთვის სპორტულ-გასართობი აქტივობა დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203