ოზურგეთის N1 საჯარო სკოლას სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა
18-05-2022
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლას სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობილ, კომფორტულ გარემოში გააგრძელებენ.

სკოლას ახლა უკვე სპორტული მოედანი და დარბაზი, ბიბლიოეკა, სამკითხველო დარბაზი და თანამედროვედ აღჭურვილი ლაბორატორიები აქვს. ასევე, სკოლაში გათბობის, წალმომარაგების სისტემები დამონტაჟდა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებულია.

მოსწავლეებისთვის კომფორტულ გარემოში სწავლა სტიმულის მიმცემი იქნება, ხოლო პედაგოგები მომავალი თაობების განათლებაზე კეთილმოწყობილ გარემოში იზრუნებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203