ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ჯავახაძე საგანმანათლებლო ბანაკში იმყოფებოდა
18-05-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლიზი ჯავახაძე საგანმანათლებლო ბანაკში იმყოფებოდა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამით პროექტის - „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ ფარგლებში ბანაკი მოეწყო, რომელსაც სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი - „თაობათა დიალოგი“ ახორციელებდა.

ბანაკში, ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს წევრის სტატუსით ლიზი ჯავახაძე იმყოფებოდა, რომლის გადმოცემითაც ბანაკი 4 დღის განმავლობაში მუშაობდა და ახალგაზრდების მოქალაქეობრივ ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. 

„მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს: ადგილობრივი თვითმმართველობის როლისა და მნიშვნელობის, „2020 - 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციისა“ და ქუთაისის მუნიციპალიტეტში ჩატარებული „ახალგაზრდული საჭიროებების კვლევის“ შესახებ“, - ამბობს მოსწავლე ლიზი ჯავახაძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203