
აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით პედაგოგები, დირექციის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.
ამჯერად, სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ფესტივალი - „მხიარული სტარტები“, რომელშიც მონაწილეობდნენ მეექვსე და მეშვიდე კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად.
მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ და შესაძლებლობებიც წარმოაჩინეს.
ფესტივალის ხელმძღვანელი ელგუჯა შამუგია გახლდათ.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: