კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეები გერმანულ ენაზე კითხვის კონკურსში მონაწილეობდნენ
18-05-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეები გერმანულ ენაზე კითხვის კონკურსში მონაწილეობდნენ. 

კონკურსი აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „გოეთეს დღეები 2022/Goethe-Tage 2022“ ჩარჩოს ფარგლებში, გერმანული ენისა და ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

მასში სკოლის მეშვიდე კლასის სამი მოსწავლე - მარიამ ალფაიძე, თეკლა ბეროძე და თამთა სვანიძე მონაწილეობდნენ. მათგან ერთ-ერთმა თეკლა ბეროძემ საპატიო ადგილი დაიკავა. 

მოსწავლეებს მონაწილეობის დამადასტურებელი მოწმობები და სუვენირები გადაეცათ. 

სკოლაში ამ წარმატებით ამაყობენ.
 
„მიგვაჩნია, რომ ეს იყო ერთ-ერთი წარმატებული დღე არა მარტო ჩვენი სკოლის, არამედ ამ კონკურსში მონაწილე სხვა სკოლების მოსწავლეებისთვისაც. ცნობილი მოვლენების გამო, ორი წელია მსგავსი ღონისძიებები აღარ ჩატარებულა. ამჯერად კი, მიეცათ მოსწავლეებს კარგი პირობა უცხო ენაზე თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203