„ვიდეომიმართვა ადამიანებს“ - ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელთა საინტერესო კომპლექსური დავალება
18-05-2022
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება და მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად ახორციელებენ.

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა მეტად საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე  - „ვიდეომიმართვა ადამიანებს“ იმუშავეს. 

ბავშვებმა შვლის ნუკრის განცდები ემოციურად გადმოსცეს.

აღსანიშნავია, რომ დირექტორმა მაია სალუქვაძემ ბავშვების მიერ განხორციელებულ შთამბეჭდავ კომპლექსურ დავალებას სპეციალური წერილიც მიუძღვნა.

„შვლის ნუკრის ტკივილით გამოწვეული განცდები... გრძნობა, ემოცია, საინტერესო აქცენტები. კომპლექსური დავალება - ვიდეომიმართვა ადამიანებს. საუკეთესოები! ეს ჩვენი მეხუთე კლასია. ჩემო უსაყვარლესო ბავშვებო თქვენთან ურთიერთობა უდიდესი პატივია ჩვენი სკოლის მასწავლებლებისთვის, მათ შორის ჩემთვისაც. გმადლობთ, რომ ასეთი კარგები ხართ... მადლობა თქვენს მშობლებს... მადლობა თქვენი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მზია შევარდნაძეს. მე მჯერა თქვენი, მეამაყებით და ძალიან მიყვარხართ. წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნულია მაია სალუქვაძის წერილში.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203