„თავს გაცოცხლებული ისტორიის ნაწილად ვგრძნობთ“- კურსების საჯარო სკოლაში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს
18-05-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლაში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა ქართული ნაციონალური სამოსი მოირგეს, ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ეროვნული სამოსის შესახებ მეტი ინფორმაცია გაიგეს.

„ქარ­თული ნა­ცი­ო­ნა­ლური სა­მოს­ი ისე­თი­ვე ამო­უ­წუ­რა­ვი, სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, რო­გორიც მთე­ლი ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. 
ქართველთა ნამდვილი ხასიათი, ცხოვრების წესი,ტრადიციებისადმი ერთგულება, წინაპართა მაღალი ესთეტიკური ღირებულებები ქართულ სამოსში „შესახლებულა“! 18 მაისი იქცა დღედ, როცა მთელი საქართველო ერთდროულად მართავს მასშტაბურ ღონისძიებებს. მას ვუერთდებით დიდი სიხარულით. „ეროვნული სამოსი ჩვენს სკოლაში“ - თავს გაცოცხლებული ისტორიის ნაწილად ვგრძნობთ! დღეს ეროვნული სულის ზეიმია! „მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203