შუაგორას საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
18-05-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება.
მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობენ.
ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში თემაზე - „ჩვენი საყვარელი ზღაპრების გმირები მათ საარსებო გარემოში“ კომპლექსური დავალება განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ მესამეკლასელების მასწავლებელი მანანა ლილუაშვილი გახლავთ.