ცუცხვათის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ორკესტრი“ საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
18-05-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

მე-6 კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა პრეზენტაცია თემაზე - „ორკესტრი“ საინტერესოდ წარმოაჩინეს. მოსწავლეებმა სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობაზე, საკრავთა ჯგუფებზე და დირიჟორის ხელოვნებაზე ისაუბრეს.

მოისმინეს საორკესტრო პარტიები და პასუხი გასცეს კითხვას, თუ რა როლი აქვს საკრავებს ბუნების პეიზაჟის, მოქმედი გმირის ან ამა თუ იმ მოვლენის, სახის წარმოჩენაში.

„მადლობა ჩემს სადამრიგებლო კლასს; ასევე, ჩვენი სკოლის დირექტორს, ბატონ დავით კუპრაშვილს გაკვეთილის შეფასებისთვის და საინტერესო რჩევებისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203