გურიანთის საჯარო სკოლაში ცნობილ ფოტოჟურნალისტს უმასპინძლეს
18-05-2022
თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო შეხვედრები ხშირად იმართება.
ამჯერად, მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი დაუვიწყარი შეხვედრა გაიმართა. სკოლაში სტუმრად ცნობილი ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი იმყოფებოდა.
„ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდება ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ხელშეწყობით, სკოლაში ცნობილი ფოტოჟურნალისტი, გოგა ჩანადირი გვესტუმრა.
შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. სტუმარი მოსწავლეებს ესაუბრა საკუთარ პროფესიაზე, დამოკიდებულებებსა და განხორციელებულ პროექტებზე. დაინტერესდა მოსწავლეების დღევანდელი და სამომავლო გეგმებით, პრობლემებით. მან მოსწავლეებს და სკოლას მეგობრობა და ურთიერთობის გაგრძელება შესთავაზა“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს