
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის დიდ ფოიეში ღონისძიება - „მხარდაჭერა უკრაინას“ მოეწყო.
ღონისძიების მთავარი ორგანიზატორები იყვნენ ეკოკლუბ „ერას“ წევრები.
ღონისძიება კონფერენციით გაიხსნა, რომლის თემა გახლდათ - „რუსეთ-უკრაინის ომი“. კონფერენციას მოჰყვა ომის თემაზე მოკლემეტრაჟიანი მულტიპლიკაციური მულტფილმის ჩვენება.
შეხვედრა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ვასო ოდიკაძემ საინტერესო მონოლოგით დაასრულა.