თეთრიწყაროს N1 სკოლის ეზოში მე-12 კლასის მოსწავლეებმა ქართული იასამანი და ჩინური ვარდი გააშენეს
18-05-2022
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა, სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით, სამახსოვროდ, სკოლის ეზოში ქართული იასამანი და ჩინური ვარდების გაშენება გადაწყვიტეს.
აღნიშნული იდეა კი მეთორმეტეკლასელებმა რამდენიმე დღის წინ განახორციელეს კიდეც. ამ პროცესში ყველა მოსწავლე უდიდესი ხალისითა და ენთუზიაზმით იყო ჩართული.
სკოლა მზრუნველ და გამორჩეულ მეთორმეტეკლასელებს ინიციატივისთვის მადლობას უხდის და თითოეულ მათგანს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს