ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ერას“ წევრებმა მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ერა“ სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობებს ყოველთვის დიდი ხალისით ახორციელებენ.
ამჯერად, ეკოკლუბის წევრებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს. ბავშვებმა სააღდგომო ნობათი, საკვები შეაგროვეს და საცხოვრებელში მცხოვრებ, გაჭირვებულ, ლტოლვილ ქალბატონს, თამარას საჩუქრად მიუტანეს. თამარა კმაყოფილი დარჩა და მოსწავლეებს დიდი მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბს ამ მიმართულებით მრავალი აქტივობა აქვს განხორციელებული.
ეკოკლუბელები სისტემატიურად დადიან უმწეოთა სასადილოში და საკვებს აწვდიან ბენეფიციარებს, ასევე, ერთ-ერთ გაჭირვებულ ოჯახს თავისი სახსრებით დაეხმარნენ.
ეკოკლუბი ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ განაგრძობს.