ყარაჯალას საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს
18-05-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მეთორმეტეკლასელები მშობლიური სკოლიდან საზეიმო ვითარებაში გააცილეს.

მე-12 კლასის მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება ჰქონდათ.

ბავშვები საზეიმო ტანისამოსში გამოწყობილები დაემშვიდობნენ სკოლას და პედაგოგებს გაწეული უდიდესი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ მეთორმეტეკლასელები სკოლიდან პატარა მოსწავლეებმა და პედაგოგებმაც გააცილეს. ბავშვებს სასკოლო საზოგადოება ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებსა და წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203