დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძალადობა ნამუშევრებით დაგმეს
18-05-2022

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძალადობა ნამუშევრებით დაგმეს. 

მოსწავლეებმა თემაზე - „კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო!” მრავალფეროვანი ნახატები შექმნეს. მოსწავლეთა ნახატები შთამბეჭდავი სანახავია. 

აღსანიშნავია, რომ დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნებს, არამედ ჰუმანიზმსა და ტოლერანტობას ასწავლიან და ამ კუთხით არაერთ აქტივობასა და ღონისძიებას სთავაზობენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203