კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „ნაადრევი ქორწინება“ საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა მეშვიდე, მერვე და მეათე კლასის მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია „ნაადრევი ქორწინება“ გამართეს.
პრეზენტაციამ საინტერესოდ, ინტერაქტიულად და ნაყოფიერად ჩაიარა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული. მათ საკითხზე ცნობიერება კიდევ უფრო აიმაღლეს.
პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
აქტივობის ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი ასმათ ლომაძე იყო.
იხილეთ ფოტოები: