ტკოცის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ინოვაციების კონკურსის ნახევარფინალისტია
18-05-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კონკურსის ნახევარფინალისტია. 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე მერვე წელია, რაც საქართველოში, ათასწლეულის ფონდისა და აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, იმართება. საბოლოოდ, გამოვლინდება სამი საუკეთესო გუნდი. მათგან პირველ ადგილზე გასული გუნდი აშშ-ში NASA-ში გაემგზავრება. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ STEM პროგრამებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

ტკოცის საჯარო სკოლის გუნდის წევრები არიან საბა შუბითიძე და ბექა ხარაზიშვილი, მათი ხელმძღვანელი გივი თევზაძეა. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წარმაყებას უსურვებენ.

„ვულოცავ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და მათ ხელმძღვანელს, ვუსურვებ საბოლოო გამარჯვებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203