თისელის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე კომპლექსური დავალება შეაჯამეს
18-05-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

13 მაისს, თისელის საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებელმა, მაია უსტიმენკომ მე-6 კლასში ჩაატარა გაკვეთილი, რომელსაც საფუძვლად დაედო კომპლექსური დავალების შეჯამება და პრეზენტაცია.

გაკვეთილზე გამოყენებული იყო სხვადასხვა აქტივობები. მასწავლებელმა მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების შეთავაზებისას გაითვალისწინა მრავალი ნიუანსი, მათ შორის მათი ასაკი და წელიწადის დრო. 

მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე ინტერესით იმუშავეს და შთამბეჭდავი პრეზენტაციაც წარმოადგინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203