გორის N4 სკოლის მოსწავლე გიორგი კახნიაშვილი დანიაში საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება
18-05-2022
გორის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატებები კვლავ გრძელდება და ამჯერად, მოსწავლე გიორგი კახნიაშვილი დანიაში Erasmus+ ის დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება.

სკოლის თითოეული მოსწავლისთვის გიორგის ეს წარმატება მისაბაძი და მოტივაციის მიმცემია. 

სკოლა ულოცავს მოსწავლეს ამ დიდ წარმატებას.

აღსანიშნავია, რომ გორის N4 საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ წინსვლას სკოლა საზოგადოებას სიხარულით უზიარებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203