გორის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთი ბერძნიშვილი საგანმანათლებლო კონკურსის ფინალში გადავიდა
18-05-2022
გორის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, XI კლასის მოსწავლე ქეთი ბერძნიშვილი კონკურსში - „ვწერ თავისუფალ თემას“ ფინალში გადავიდა.

„სასიხარულო ინფორმაცია: კონკურსში - „ვწერ თავისუფალ თემას“, რომლის მიზანია განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა და ფინალში გადავიდა XI კლასის მოსწავლე ბერძნიშვილი ქეთი - მასწავლებელი ნინო კვინიკაძე. ვულოცავთ და ვუსურვებთ გამარჯვებას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203