დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობდნენ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა.
„ტვინების ბრძოლაში“ სამივე საფეხურის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ისინი გუნდებად დაიყვნენ, ღირსეულად იასპარეზეს და საინტერესო კითხვებს უპასუხეს.
შეჯიბრმა ნაყოფიერად ჩაიარა.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
იხილეთ ფოტოები: